ლაშა გოგია – თითოეული სოფელი მიიღებს სარგებელს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ერგეტასა და ცვანეს მცხოვრებლებს შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების 4 წლიანი გეგმა გააცნო. როგორც ლაშა გოგიამ შეხვედრაზე განაცხადა ერგეტასა და ცვანესთვის უმთავრესი პრობლემა გზაა.

„ამ სოფელს ექნება ახალი გზა, თქვენი სოფელი ხვდება იმ დიდი ინდუსტრიულ ზოლში რასაც აბრეშუმის გზა ქვია და აქ გაივლის მაგისტრალი, რაც ახალი შესაძლებლობაა თქვენთვის. ჩვენ ამ სოფელში მოვაწყობთ ცენტრს ავაშენებთ საბავშვო ბაღს და მოვაწესრიგებთ შიდა გზებს. ეს არის ის უმთავრესი პრობლემები რაც თქვენ დაასახელეთ სოფლის კრებებზე და ეს საკითხები ჩასმულია სამოქმედო გეგმაში. ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ პრობლემები ერთად მოვაგვაროთ, თითოეული სოფელი მიიღებს სარგებელს და მოვაგვარებთ იმ ძირითად საკითხებს რაც თქვენ გაწუხებთ“ – განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

შეხევდრის მეორე ნაწილში მერობის კანდიდატმა მოსახელობის კითხვებს უპასუხა და ინიციატივებს მოუმინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი