,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, სოფელ შამგონას ამომრჩეველებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუბუა წარუდგინა. ლაშა გოგიამ შეხვედრაზე, შამგონაში განხორციელებულ პროექტებზე და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.
„შამგონაში ჩვენ არაერთი მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. წლების განმავლობაში იყო გზის პრობლემა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ასევე, სოფლის ცენტრში მოვაწყვეთ გარე განათება. რაც მთავარია, ძლიერი წვიმების დროს ადიდებული ენგური, საფრთეს არ შეუქმნის მოსახლეობას, რითაც მნიშვნელოვანი პრობლემა გადავწყვიტეთ. მდინარე ენგურზე მიმდინარეობს ნაპრსამაგრი სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 400 000 ლარამდე შეადგენს“- აღნიშნა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ.
მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ასევე სამომავლო გეგმზებზე ისაუბრა: „ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საბავშვო ბაღია, რომელიც აუცილებლად გექნებათ. რეაბილიტაციას ჩავუტარებთ და ავაშენებთ 22 საბავშვო ბაღს. ორ წელიწადში დასრულდება გაზიფიცირება და ყველა ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი“ – განაცხადა ლაშა გოგიამ.
დღესევე, მერობის კანდიდატი ახალაბასთუმანის ამომრჩეველებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა თოლორაია წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
შეხვედრაზე ლაშა გოგიამ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ახალაბასთუმანში მოხდება შიდა გზების სრული რეაბილიტაცია, რეაბილიტირდება რუხი-ახალაბასთუმანი-შამგონას დამაკავშირებელი გზა, ასევე დაგეგმილია სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა.