ქალაქ ზუგდიდში ძიუდოში მერიის თასზე ტურნირი გაიმართა.
ტურნირი სპორტკომპლექსის შენობაში ჩატარდა და მასში რეგიონის ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.
მერიის თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს: აქუბარდია იპოლიტემ (42 კგ წონითი კატეგორია), კუტალია ლუკამ – (34კგ წონითი კატეგორია).
მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ: ფიფია ლუკა (+55 წონითი კატეგორია), გაგუა ილია (38 კგ წონითი კატეგორია).
ჭანტურია დავითი მესამე ადგილის მფლობელი გახდა- (66 კგ წონითი კატეგორია), მესამე ადგილი დაიკავეს აგრეთვე გაბისონია ირაკლიმ (50კგ წონითი კატეგორია), გიორგი ვახანიამ ( 50 კგ წონითი კატეგორია), გიორგი ჯაფარიძემ ( +55 წონითი კატეგორია) .
ზუგდიდის ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდმა ტურნირზე მეორე ადგილი მოიპოვა.
გამარჯვებული სპორტსმენები სპეციალური პრიზებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.