საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ბუნებრივ აირს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრები 5 430 ოჯახი მიიღებს.
როგორც სხდომიდან გახდა ცნობილი, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარია გამოყოფილი საქართველოს მასშტაბით 35 ათასამდე ოჯახისათვის გაზიფიცირებისათვის.
მთვრობის ინფორმაციით, 2013-2016 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასამდე აბონენტი. 2014-2015 წლებში ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13 459 ოჯახი.