ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ის 1959 წელს არის დაბადებული. წლების განმავლობაში, მსახიობმა არა ერთ ქართულ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მეტად კი მაყურებელს “ნატვრის ხეში”, მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი