,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია განმუხურის ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭაფანძე წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„განხმურუხში წელს ჩვენ გაზიფიცირება დავიწყეთ, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და თითოეულ ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი. ასევე, მოვახდინეთ 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დარჩელი-განმუხურს მონაკვეთზე, რომლისთვისაც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ზონებში, სადაც დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა”-განაცხადა ლაშა გოგიამ.
მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 2018 წელს განმუხურში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყება. მოეწყობა გარე განათება, განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.