„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიდატი ლაშა გოგია, ხერგიანის და გრანელის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიდატი დავით გახარია წარუდგინა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრის დასასრულს ლაშა გოგიამ ადგილობრივების კითხვებს უპასუხა.