ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 27 ათას 438 ამომრჩეველმა მიიღო, რაც 22,82%-ია. კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, აქტივობის ეს მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა 120 ათას 219 ადამიანს შეადგენს.