“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გრიგალავამ ხმა სოფელ ნაგვაზაოში, 28-ე უბანზე მისცა. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ამომღცეველი სწორ არცევანს გააკეთებს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
“ხმა მივეცი მარტვილის წარმატებას და განვითარებას. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რომ მარტვილი გახდეს უკეთესი მუნიციპალიტეტი. მჯერა, რომ ამას მოსახლეობასთან ერთად მოვახერხებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე გრიგალავამ.
მარტვილში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მშვიდ ვითარებაში გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც მარტვილში, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. მეორე ტურში მონაწილეობენ: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია. პირველ ტურში ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49,76% მიიღო, ხოლო მამუკა დანელიამ – 35,81%.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა.