მარტვილის მერი 93,04%-ით ალექსანდრე გრიგალავა გახდა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატმა 93,04 პროცენტი მიიღო. წინასწარი მონაცმები მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ 39-ვე უბნის შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაქვეყნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ, არჩევნებში მონაწილეობაზე სიტყვიერი უარის თქმის მიუხედავად, მაინც  859 ხმა მიიღო, რაც უბნებზე მოსული ამომრჩევლის 6,96%-ია.

მარტვილში გამარჯვება იზეიმა ახალარჩეულმა მერმა და მოსახლეობას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა:

„ეს შედეგი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ხვალიდან შევუდგებით უკვე საქმეების კეთებას, მინდა უღრმესლი მადლობა გადავუხადო მმართველ პარტიას, რომ ნდობა გამომიცხადეს და მომცეს შესაძლებლობა მარტვილი მერი გავმხდარიყავი. განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, რომელიც მენდო და მხარდაჭერა გამომიცხადა. ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს და განვახორიელებთ ყველა პროექტს რაც მარტვილს ბევრად უკეთესს გახდის“ – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ შედეგების გამოცხადების შემდეგ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი