ლევან შონიამ სენაკის და აბაშის ახალი მერები წარადგინა

სენაკის და აბაშის ახალი მერები თანამშრომლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.

გუბერნატორმა აბაშაში და სენაკში  დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ყოფილ გამგებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარის რწმუნებულმა ახალ მერებს პირველის ამუშაო დღე მოილოცა და  წარმატებები უსურვა. 

 

ლევან კუპრეიშვილი – სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

დაამთავრა ევროპული მენეჯმენტის სკოლა – ESM-Tbilisi. ის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია;

2007 წელს სწავლობდა ინგლისის ქალაქ ბორნმუსში, ბიზნესის სკოლაში – BBSI (Bornmuth Business School International);

2009 წლის იანვარში სწავლა გააგრძელა ინგლისის ქ. ბრაიტონში, Bellerbys College, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და წლის საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა;

2009 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა ინგლისის მოწინავე უნივერსიტეტში The University Of Warwick, სადაც დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია თემაზე – „სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბების შედარებითი ანალიზი“.

2007-2008 წლებში მუშაობდა ლოგისტიკურ კომპანია Mika Gorgia-ში ლოგისტიკის მენეჯერად;

2010-2013 წლებში იყო ლოგისტიკური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო კომპანია „ბასოს“ დირექტორი;

2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვაში“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ლევან მაკალათია – აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულ¬ტეტი.

2002-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად;

2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია UBC International-ის აუდიტორი;

2006-2008 წლებში იყო შპს Audit Company-ს ეკონომისტი;

2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა;

2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2015-2017 წლები – შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნებელი და დირექტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი