SSA Marine-ის წარმომადგენლები ანაკლიას ეწვევიან

16 ნოემბერს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ის ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი ანაკლიას ეწვევიან. კომპანიის წარმომადგენლები პორტის პროექტის ტერიტორიას მოინახულებენ. ანაკლიაში SSA Marine-ის მენეჯმენტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და კომპანიის გუნდი უმასპინძლებს.

მსხვილი ამერიკული ტერმინალ-ოპერატორის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან და კვირის განმავლობაში შეხვედრებს სხვადასხვა უწყებებთან თბილისსა და ბათუმშიც გამართავენ.

ცნობისთვის – „SSA Marine-ი“ ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა.  „კონტი ჯგუფის“  შემდეგ  „SSA Marine-ი“ მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი გახდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი „SSA Marine-ი“ ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს  და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი