ზუგდიდში მომხდარ ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომანქანა მოზარდს თავის სახლთან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაეჯახა, რის შედეგადაც ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი