ანაკლიაში თხილის ფორუმი გაიმართა

ანაკლიაში თხილის ფორუმი გაიმართა, სადაც ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებულ გამოწვევბზე ისაუბრეს და სპეციალისტებმა ფერმერებს სხვადასხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა მიიღოს უახლესი ტექნიკური ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

თხილის ფორუმი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. ფორუმს სოფლის  მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხეისუფლების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვეო კომპანიები.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის II კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), თხილის მწარმოებელი იტალიური კომპანია ფერეროსა (Ferrero) და ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CNFA-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP).

კომენტარები

დატოვე კომენტარი