სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გარდაცვლილი სპეცნაზელის ოჯახს უსამძიმრებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, თბილისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცნაზელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მხარის რწმუნებულის განცხადებით, სპეცნაზელი გმირია, რადგან მან მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის თავი გაწირა.

,,მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სპეცრაზმის თანამშრომლის დაღუპვის გამო. ეს ადამიანი ნამდვილად ჩვენი დროის გმირია! მან გაწირა ამქვეყნად ყველაზე მთავარი – სიცოცხლე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც  ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციის დროს  გარდაიცვალა.

იხილეთ ლინკი იგივე თემაზე:

http://newsportal.ge/specoperaciis-dros-dachrili-specrazmeli-gardaicvala/

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი