“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს

“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 30 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი  – 12:30-18:30 საათამდე 698 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ლია, ჩხორიას ნაწილში.

წალენჯიხა  – 12:30-18:30 საათამდე 40 აბონენტს დაბა ჯვარი – ნინოშვილის და გაფრინდაშვილის ქუჩის ნაწილში.  11:00-17:00 საათამდე 1 აბონენტს ლევან II დადიანის ქუჩაზე(კერძო აბონენტი).

აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 74 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, ასევე სოფელ მარანში.

ფოთი – 11:00-14:00 საათამდე 370 აბონენტს ქ.ფოთში აღმაშენებლის, თამარ მეფის, ზერაგიას და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00 დან 17:00 საათამდე 280 აბონენტს ზ.გამსახურდიას, ბათუმის, მშვიდობის და მიმდებარე  ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 11:00-14:00 საათამდე  212 აბონენტს  სოფლებში ნაკიანი, გარახაში.

ხობი – 11:00-18:00 საათამდე 108  სოფლებში  ჭალადიდი, ახალისოფელი.

სენაკი – 12:10-15:00 საათამდე 33 აბონენტს სოფელ თეკლათში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი