ფოთში, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ფოთში უბედური შემთხვევა მოხდა. სამაცივრე საწყობში ,,აისბერგ- ფოთი”-ში 40 წლამდე მამაკაცი ყინულის ყუთების დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ამავე საწყობის თანამშრომელი იყო.

როგორც სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულს  მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიღებული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“newsportal.ge”-ს შს სამინისტროში,  განუცხადეს, რომ ფოთში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სსკ-ის 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი