19 დეკემბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 19 დეკემბერს,  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს რეგიონის შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე დაახლოებით 1947 აბონენტს  ქ.ზუგდიდში დავით აღმაშენებლის, ქირიას, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე  სოფლებში კორცხელი,   ბაში, ყულიშკარი, ურთა და მიმდებარე სოფლებში. 12:00-14:00 საათამდე 443 აბონენტს ქ.ზუგდიდში ჩიქოვანის, ჭავჭავაძის, დემურიას და მიმდებარე ქუჩებზე.

13:30-17:30 საათამდე 1 აბონენტს შარტავს ქუჩაზე. 14:00-18:30 საათამდე 934 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 810 აბონენტს ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, ბ.შანავას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ჯგალი, საჩინო, ჩქვალერში.

ფოთი – 10:00-18:00 საათამდე 271 აბონენტს ქ.ფოთში სამეგრელოს, დავითაიას, ერთობის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-13:00 საათამდე 269 აბონენტს აღმაშენებლის, ერეკლე II, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.  11:00 დან 14:00 საათამდე 354 აბონენტს სამეგრელოს, ელადას, ქობულეთის ჩიხი.

ჩხოროწყუ – 11:30-17:00 საათამდე 1513 აბონენტს სოფლებში ზუმი, მუხური, ხაბუმე , თაია.

მარტვილი – 11:30-16:00 საათამდე 922 აბონენტს ქ.მარტვილში მშვიდობის, ანჯაფარიძის, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნაგვაზაო, ნახარებაო, კიწია   და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 12:00-16:00 საათამდე 46 აბონენტს ქ.აბაშაში რუსთაველი ქუჩა, რუსთაველის პირველი შესახვევი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ასევე სოფელ ნორიოში.

ხობი – 14:30-18:30 საათამდე 179 აბონენტს ხობში დადიანის ქუჩა და სოფელი ძველი ხიბულა.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი