საახალწლო ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საახალწლოდ, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს:

 მესტია:
► 31 დეკემბერი, 18:00 საათი თოვლის ბაბუას და ფიფქიას მსვლელობა მარხილებით მესტიაში, საჩუქრები დაურიგდებათ ბავშვებს;
► 31 დეკემბერი, 22:00 საათი ადგილობრივი ანსამბლების და ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი (სეტის მოედანი);
► 31 დეკემბერი, 23:00 –01:30 საათი- გალა კონცერტი: ანსამბლი რიჰო, დავით ნავერიანი, ქრისტინა მარტიაშვილი;
► 31 დეკემბერი, 24:00 საათი ფოიერვერკი მესტიის ცენტრში
► მესტიას დაამშვენებს ბუნებრივი ნაძვის ხე, სეტის მოედანზე დაინთება 3 გრანდიოზული კოცონი, გლინტვეინი იქნება უფასო.

ზუგდიდი:
► 22 დეკემბერი, 18:00 საათი – ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი
► 25 დეკემბერი – წარმატებული სპორტმსმენების და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი
► 27 დეკემბერი, 17:00 საათი – მერის საბავშვო-საახალწლო მიღება
► 31 დეკემბერი, 22:00 საათი – საახალწლო გალა-კონცერტი [სკეიტ-პარკი]
► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი
► 3 იანვარი, 15:00 საათი – თოჯიონების თეატრი- საახალწლო ზღაპარი ყველაზე პატარა მაყურებლებისთვის [კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზი].
► 7 იანვარი, 12:00 საათი – საშობაო ალილო

ფოთი:
► 20 დეკემბერი 13:00 საათი – საახალწლო მეჯლისი – ცენტრალური ბიბლიოთეკა
► 26 დეკემბერი, 20 საათი – მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება
► 26 დეკემბერი, 16 საათი – საშობაო -საახალწლო კონცერტი – [აკაკი ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი]
► 27 დეკემბერი, 19 საათი – წარმატებული სპორტმსმენების დაჯილდოების ცერემონიალი [ფოთის თეატრი]
► 28 დეკემბერი, 10-დან 21 საათამდე – მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრების კონცერტი – [ფოთის თეატრი]
► 3 იანვარი, 13-დან 18 საათამდე – მუსიკალური სტუდია „ენკი-ბენკის“კონცერტი – [ფოთის თეატრი]
► 4 იანვარი, 15 საათი – საახალწლო კონცერტი სადაც მოწვეული იქნებიან: მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა ცენტრის ბავშვები, მრავალშვილიან ოჯახთა მოზარდები, მარტოხელა დედების შვილები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, შეჭირვებული ოჯახის შვილები და შშმ ბავშვთა “დღის ცენტრის” აღსაზრდელები. ღონისძიების ფარგლებში ბავშვები დასაჩუქრდებიან საახალწლო ნუგბარით.
► 7 იანვარი, 11 საათი – საშობაო ალილო

სენაკი:
► 22 დეკემბერი, 15:00 საათი – სამუსიკო სკოლაში გაიმართება სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი.
► 23 დეკემბერი, 13:00 საათი – სამუსიკო სკოლაში გაიმართება გალა-კონცერტი სამუსიკო სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა მონაწილეობით.
► 27 დეკემბერი, 16:00 საათი, რესტორან ,,ვერსალში’’ გაიმართება წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონიალი
► 29 დეკემბერი, 17:00 საათი – სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საახალწლო კონცერტი ადგილობრივი საესტრადო, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით
► 31 დეკემბერი, 22:30 საათი – ქალაქის ცენტრალური მოედანზე გაიმართება საახალწლო შოუ-კონცერტი ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით
► 31 დეკემბერი, 24:00 საათი – ფოიერვერკი
► 7 იანვარი – საშობაო ალილო

აბაშა:
► 31 დეკემბერი, 14: 00 საათი – ღია ცის ქვეშ საბავშვო კონცერტი
► 31 დეკემბერი, 16:00 საათიდან – დაუკრავს დიჯეი
► 31 დეკემბერი, 19:00 საათზე – 16 ადმინისტრაციული ერთეული დაიწყებს სამზადისს თავისი საახალწლო კუთხეების წარმოსადგენად, სტუმრების მიღება და გამასპინძლება მეგრული სამზარეულოთი
► 31 დეკემბერი, 22:00 საათი – საახალწლო კონცერტი მოწვეული ანსამბლი „ალილო“-სა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
► 31 დეკემბერი, 24:00 საათი – ფოიერვერკი
► 7 იანვარი – საშობაო ალილო

წალენჯიხა:
► 25 დეკემბერი, საახალწლო კონცერტი [სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრი]
► 27 დეკემბერი, საახალწლო კონცერტი [ცენტრალური ბიბლიოთეკა]
► 29 დეკემბერი, ქორეოგრაფიულ ანსამბლი ,, სამა“-ს საახალწლო კონცერტი [ჯვარის კულტურის სახლი]
► 31 დეკემბერი, 23:00 საათი – საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ.
► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი
► 7 იანვარი – საშობაო ალილოს მსვლელობა

ხობი:
► 22-26 დეკემბერი – საახალწლო კონცერტები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით;
► 26 დეკემბერი, 15 საათი – კლასიკური მუსიკის საახალწლო კონცერტი [სამუსიკო სკოლის დარბაზი];
► 30 დეკემბერი, 12 საათი – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზი – საახალწლო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია;
► 30 დეკემბერი, 17 საათი – მთავარი საახალწლო კონცერტი ანსამბლებისა და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით [ხობის კულტურის სახლი]
► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი
► 7 იანვარი – საშობაო ალილო

მარტვილი:
► 20-27 დეკემბერი – ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით გაიმართება საახალწლო კონცერტები
► 28 დეკემბერი, 14:00 საათი – მარტვილის მუნიციპალიტეტის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება წინასაახალწლო ღონისძიება.
► 29 დეკემბერი – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება საახალწლო კონცერტი ადგილობრივი ჯგუფებისა და ანსამბლების მონაწილეობით.
► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი
► 7 იანვარი – საშობაო ალილოს მსვლელობა

ჩხოროწყუ:
► 30 დეკემბერი, 18 :00 საათი – კულტურის სახლის წინ, საახალწლო კონცერტი – მონაწილეობას მიიღებენ პროექტ ,,ნიჭიერისა“ და ,,საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეები.
► 9 იანვარს , 16:00 საათზე, ჩხოროწყუს კულტურის სახლში, ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების” ორგანიზებით გაიმართება კონცერტი ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
► 31 დეკემბერი, 24 საათი – ფოიერვერკი
► 7 იანვარი – საშობაო ალილოს მსვლელობა

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი