26 დეკემბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ “ენერგო პრო ჯორჯია” მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება :
ზუგდიდი – 16:00 -18:30 საათამდე 1705 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე, ტყაია, ნაწულუკუ და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 12:00-14:00 საათამდე 146 აბონენტს სოფელ ნოჯიხევში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.