დრანდის ციხის პატიმარი გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ აფხაზეთში, დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ყოფილი პატიმრის მეუღლის ლალი ბასარიას განმარტებით, მისი მეუღლე ზუგდიდში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და მას თბილისში, ოჯახში ელოდებიან.

აფხაზური მედიის ცნობით, ლუკავას აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობა პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირსა და ადამიანის მკვლელობას ედავებოდა, რის გამოც 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ ლუკავას ოჯახმა პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. მისი საკითხი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანზმების ფარგლებში გამართული ყველა შეხვედრის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ ადგილსაც იკავებდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი