3 იანვარს ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

3 იანვარს ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი –  09:00-18:30 საათამდე 822 აბონენტს, ქალაქ ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, იაგო ზარქუას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილს, ხოლო 10:00-18:30 საათამდე 1675 აბონენტს სოფლებში ურთა, დარჩელი, დიდინეძი, ინგირი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი