ალავიძე: ტაქსების ლიცენზირება კურორტებზეც გავრცელდება

ტაქსების ლიცენზირება კურორტებზეც გავრცელდება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის  მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული რეგულაცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც გავრცელდება. თუმცა პირველ ეტაპზე ეს მხოლოდ საკურორტო ზონებს შეეხება.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდიდად იგეგმება ტაქსების ლიცენზირების შემოღება.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტაქსების ლიცენზირება. ის, რაც წელს ხდებოდა ბაკურიანში, როცა მთელი თბილისის ტაქსები იქ იყო ასული, ნორმალური არ არის, რადგან ამის საჭიროება არ იყო და ერთ დამსვენებელზე ხუთი ტაქსი მოდიოდა”, –  განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი