2 მარტს, სამეგრელოში, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 2 მარტს, სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გეგმიური  სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 10:30-18:30 საათამდე 2548 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას,  მოსაშვილის, მექაღალდის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ახალსოფელი,  ერგეტა, ახალი აბასთუმანი,  ჭკადუაში, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი – 11:00-14:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 683 აბონენტს  ქ.ფოთში აგრარული ბაზრის მიმდებარე სავაჭრო ცენტრი, ჭანტურიას, სამეგრელოს მოედანი, გამსახურდიას, რუსთაველის რკალი და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 11:00-17:30 საათამდე 648 აბონენტს  ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, არახამიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ხაბუმე, ლეწურწუმეში.

მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 333 აბონენტს ქ.მარტვილში ჭყონდიდელისა და თავისუფლების ქუჩებზე, სოფლებში ბალდა, გაჭედილი, ხუნწი, ნაგვაზაო და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 891 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ხობელიას, ლევან II დადიანის, მიქავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში მიქავა, ჯგალი, ფახულანი  და მიმდებარე სოფლებში.

ხობი – 11:00-17:30 საათამდე 125 აბონენტს სოფლებში პატარა ფოთი, საჭოჭუო, ჭალადიდში. 15:20-17:20 საათამდე 134 აბონენტს ქ.ხობში ცოტნე დადიანის, თამარ მეფის სანაპირო, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი