სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 53-ე ეტაპი იწყება.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან – 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და cd დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და cd დისკით