თვითმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო. „ათეა“-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, ასოციაციის წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის ექსპერტთან – დავით ზარდიაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს – მაიზერ ნანავას, საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

ნათია ღვინაშვილმა თვითმმართველობათა ორგანოების წარმომადგენლებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომლებსაც „ათეა“ მომავალში განახორციელებს, უფრო მიზნობრივი და მაქსიმალურად მორგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა, მხარეებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აღნიშნული რეფორმის როგორც დაგეგმვის, ასევე მისი განხორციელების პროცესში ორგანიზაციის როლზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი მუშაობითა და მეტი კოორდინაციით შესაძლებელი გახდება თვითმმართველ ორგანოთა ხარისხის ამაღლება და ადგილებზე უფრო ეფექტიანი მმართველობის დამკვიდრება. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ანალოგიურ შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი