20 აპრილს, გეგმიური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი – 00:30-07:00 საათამდე 8708 აბონენტს სოფლებში კახათი, დარჩელი, ორსანტია, ინგირი, ანაკლია, შამგონა და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 658 აბონენტს წალენჯიხაში ლევან II დადიანის, წერეთლის, ქიაჩელის ქუჩებზე, სოფლებში ჯგალი, სქური, ჯვარი, საჩინო და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 11:00-16:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 522 აბონენტს სოფლებში შავღელე, პატარა ფოთი, ჭალადიდი , შუა ხორგა, გაღმა შუა ხორგა.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 899 აბონენტს სოფლებში ზანა, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ნოსირი , ქ.სენაკში ნუცუბიძის ქუჩის ნაწილი. 13:00დან 15:00 საათამდე 2045 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავავაძის, აღმაშენებლის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.
ფოთი – 11:00-17:00 საათამდე 1642 აბონენტს ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, კონსტიტუციის, რუსთაველის რკალი და მიმდებარე ქუჩებზე.12:00დან 14:00 საათამდე 225 აბონენტს კოსტავას, ლოლუას ჩიხი, ლოლუას ქუჩებზე.
აბაშა – 11:15-14:00საათამდე 810 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის , ნინოშვილის, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელი ონტოფო, კვათანა, ჭალის მასივი, მდინარე ნოღლას მიმდებარე ტერიტორია.
მარტვილი – 12:30-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 741 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, ინჩხური, ონოღია და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.