7 მაისს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ინფორმაციით, 7 მაისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით 2423  აბონენტს სოფლებში:  ორსანტია, კოკი, კახათი, რუხი, რიყე, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდში აღმაშენებლის,ბენდელიანის,თავისუფლების,ჟორდანიას და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი – 11:00-18:30 საათამდე 73 აბონენტს ათონელის, 300 არაგველის, ნინოშვილის, ჯორჯაძის ქუჩებზე.

მარტვილი – 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლებით 1467 აბონენტს სოფლებში აბედათი, ნახუნაო, ნოღა, კიწია, ბანძა და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 10:30-18:00 საათამდე მონაკვეთში 476 აბონენტს სოფლებში ნაკიანი, გარახა, ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუში ქებურიას, ჯანაშიას, გაგრინის, ყაზბეგის ქუჩების ნაწილში.

სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 1289 აბონენტს სოფლებში ზანა, ლეძაძამე, ხორში და მიმდებარე სოფლებში, სენაკში ღვინჯილიას ქუჩის ნაწილს.

აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 401 აბონენტს სოფლებში ზანათი, ძიგური, სუჯუნა. 06:00-07:30 საათამდე 30 976 აბონენტს სოფლებში:დ.ჭყონი,ბანძა,ნაგვაზო,ზანათი,ძველი აბაშა და მიმდებარე სოფლებს.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 757 აბონენტს სოფლებში ეწერი, ჯგალი, ლია, ფახულანი,ტყაია. ქ. წალენჯიხაში ლევან II დადიანის, სტალინის, ადამიას, ზუგდიდის ქუჩებზე.

ხობი – 12:00-13:00 საათამდე 826 აბონენტს სოფლებში ნოჯიხევი, ბია, ჭალადიდი, ხორში,  ქ.ხობში ჭალადიდელის და გუმბაზ მეფის ქუჩებზე. 11:00-16:00 საათამდე 194 აბონენტს სოფლებში:შავ ღელე,პატარა ფოთი და ჭალადიდი.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი