ზუგდიდის მერიამ სოციალურ პროგრამებზე აპრილის თვეში 113 671 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურ პროგრამებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, აპრილის თვეში 113 671  ლარი დაიხარჯა.

“ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 2406 ლარი;

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 8500 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა გახარჯულია 25000 ლარი;

სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამაზე გახარჯულია 31295 ლარი 550 ბენეფიციარის სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად;

ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამაზე გახარჯულია 12270.13 ლარი;

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამაზე გახარჯულია 6300 ლარი”, – აღნიშნულია ანგარიშში,

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამებით,  ისარგებლა 1675 ბენეფიციარმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი