ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა და 6 ნიჭიერ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯები თანადაუფინანსა.
კომისიის გადაწყვეტილებით, გერმანიაში გამგზავრების ხარჯები, სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N 1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს კონსტანტინე აბშილავას და სასწავლო ცენტრ ჯი-ელ-სი-ს მოსწავლეებს თამარ ბულიასა და ნინო ყალიჩავას დაუფინანსდათ. სამივე მოსწავლე გოეთეს ინსტიტუტის პროექტის ,,ხიდი განათლებისკენ“ მონაწილეა.
აგრეთვე, საბერძნეთში, ნახევარკუნძულ პანიოტზე, საერთაშორისო ფესტივალზე გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა ორსანტიის ანსამბლ ,,ოდაბადე“-ს სამ სოლისტს ლუკა წითაშვილს, გოგა და დათო მორგოშიებს.
ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.