ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის შუალედური შეხვედრა სოფლის რწმუნებულებთან [Video]


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე ზუგდიდში. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მერები და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რეგიონის გუბერნატორმა, ფაროსანასთან ბრძოლის საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა მავნებელთან ბრძოლის შედეგებზე და წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრაზე სოფლების მიხედვით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება მუნიციპალიტეტების მერებმა და სოფლის რწმუნებულებმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი