ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ, 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.
ტოჩინოშინის მეტოქე 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი 0:25-ზე ჰქონდა.
ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების.
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.