ოფიციალური თბილისი სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

„2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრონციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. რითიც მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“, – განაცხადა დონდუამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი