31 მაისს სამეგრელოში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

31 მაისს, გეგმიური  სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

შეზღუდვები ეხება სამეგრელოს რეგიონის შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ფოთი. 12:00-17:00 საათამდე 992 აბონენტს ნინოშვილის, აკაკის, წმ.გიორგის, კაკულიას, ფაზისის და მიმდებარე ქუჩებზე.

ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 2337 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში,  კახათი, ცაიში, ცაცხვი,კოლხიდა, ჭითაწყარი  და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში თავისუფლების, ლაზის, ჭყონდიდელის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.

ხობი. 11:15-17:00 საათამდე 1325 აბონენტს სოფლებში ჭალადიდი, ყულევი, ქარიატა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი