5 ივნისს სამეგრელოში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

სამეგრელოს რეგიონში, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 5 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 3340 აბონენტს სოფლებში კახათი, ჭკადუაში, ნარაზენი, ანაკლია, განმუხური, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში.

ჩოროწყუ.11:00-18:00 საათამდე 94 აბონენტს ჩხოროწყუში ფირცხელევას, ლესელიძის, ყაზბეგის, რუსთაველის ქუჩებზე, სოფელი გარახა.

წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე 571 აბონენტს  სოფლებში  ფახულანი,ლია, ტყაია, ნაკიფუ.

აბაშა. 11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში 1731 აბონენტს სოფლებში ეწერი,  მაიდანი, სეფიეთი, გეზათი და მიმდებარე სოფლებში, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, მასივი „კოდორე“.

მარტვილი.  11:45-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1098 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, ხუნწი, ჭყონი და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი. 11:35-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 318 აბონენტს  მალთაყვის დასახლება, ჩიტაძის, კონსტიტუციის, მოწერელიას და მიმდებარე  ქუჩებზე.

სენაკი. 12:30-18:30 საათამდე 437 აბონენტს სოფლებში ლეძაძამე, ზანა.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი