ქალაქ ფოთის მერიამ მიიღო დადგენილება, რომელიც შინაური ცხოველების მიმართ სექსუალური კავშირის დამყარებას კრძალავს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის მეათე მუხლში, რომელიც სასტიკი მოპყრობისგან ცხოველების დაცვას გულისხმობს, წერია, რომ “დაუშვებელია ზოოფილური აქტები ცხოველებთან”.
დოკუმენტი ასევე მოიცავს შნაური ცხოველების ყოლი ნებართვისა და მოვლა-პატრონობის წესებს, ასევე მათი უფლებების დაცვის სხვადასხვა მიმართულებებს.