აბაშა-მარტვილის ოლქში მაჟორიტარობისთვის პირველი პრეზდენტის შვილი იბრძოლებს

 

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებულმა ოპოზიციის” მაჟორიტარობის კანდიდატი აბაშა-მარტვილის საარჩევნო ოლქში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია იქნება. კანდიდატურა ჟურნალისტებს დღეს ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა პარტიის ოფისში წარუდგინეს.

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1961 წლის 24 ივნისს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986-1992 წლებში იყო თბილისი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2005 წლებში სახელმწიფო მთარგმნელი და ევრაზიის ექსპერტი; 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. 2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 2009 წელს- საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისის თავმჯდომარე. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კ. გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცა.

‘გაერთიანებულმა ოპოზიციამ” კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა, მათ შორის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდათად ოთარ ჭითანავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი