აბიტურიენტების ნაცვლად გამოცდის ჩაბარებას სხვები ცდილობდნენ – დაწყებულია გამოძიება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას.

“ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში უცხოური ენების გამოცდა მიმდინარებს; დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 95%- მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

გაცნობებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ორივე აბიტურიენტი მოხსნილია გამოცდიდან და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი