აფხაზეთიდან ანაკლიის ბანაკში 50 ახალგაზრდამ დაისვენა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა. ბანაკის ლიდერები და მონაწილეები სტუმრების წინაშე ფლეშმობით და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვით და ფოიერვერკით დასრულდა.

წელს ბანაკში 3 ათასამდე ბავშვმა დაისვენა. მათგან 50 გალის რაიონის მცხოვრები იყო.

პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა შვიდი თემატური დღისგან შედგებოდა. აქტივობები მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაიგეგმა.

დახურვის ღონისძიებას გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, დასავლეთ სარდლობის სარდალი გენერალი გიორგი მათიაშვილი, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმის დირექტორი შალვა ძინძიბაძე, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ სირაძე და სხვა პირები დაესწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი