აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის მოვალეობას დროებით შამილ აძინბა შეასრულებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე პრემიერი შამილ აძინბა შეასრულებს.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრემიერ მინისტრის არტურ მიქვაბიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

ამასთან, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოვალეობის ჩვეულ რეჟიმში შესრულების გაგრძელება დაევალათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი