დადიანების სასახლის ეზოში “GEM FEST”-ის სამომავლო გეგმების და მთავარი პრომო ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართება

სამშაბათს, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში “GEM FEST”-ის სამომავლო გეგმების და მთავარი პრომო ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართება. კლიპი მთლიანად სამეგრელოს რეგიონში გადაღებული კადრებისგან შედგება. ორგანიზატორების თქმით, “ადგილი სადაც “GEM FEST” დაიბადა, კლიპში მთელი თავისი ხიბლით არის წარმოდგენილი”.

გიორგი სიგუას განცხადებით, სწორედ 2 აგვისტოს დადიანების სასახლის ეზოში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი “GEM FEST” მნიშვნელოვანი სიახლე და მთავარი სიურპრიზი.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “GEM FEST” 10-14 აგვისტოს, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში გაიმართება და ორგანიზატორების პროგნოზით მას 25 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი