ალავიძის მინისტრობიდან წასვლის მიზეზად ბიზნესში დაბრუნება სახელდება

ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების, უკვე ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად, მისი ბიზნესში დაბრუნება დაასახელა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

“რამდენიმე დღის წინ, ზურაბ ალავიძემ მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნებაზე და მე ეს თხოვნა დავაკმაყოფილე”  განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ალავიძის გადაწყვეტილების შეცვლას შეეცადა, თუმცა ვერ მოახერხა. მისივე განმარტებით, ზურაბ ალავიძე მთავრობაში გრძელვადიანი პერსპექტივით არ მოსულა.

გუშინ მედია ალავიძის თანამდებობიდან წასვლის სხვადასხვა მიზეზებზე საურობდა, პრემიერ მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ამ თემაზეც ისაუბრა:

„მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ პოლიტიკურ მითქმა-მოთქმას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული დღეების განმავლობაში. განსაკუთრებით გუშინ, ამ ცვლილების თაობაზე გაჟონა ინფორმაციამ და რანაირი ისტორია აღარ მოვისმინეთ. მოგეხსენებათ რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერებს, არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში და ბუნებრივია რომ ყველა კერძო სექტორის სუბიექტის ვერ იქნება ერთნაერიად ბედნიერი და კმაყოფილი და ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის ჩვენ ვნახეთ ე.წ ოპოზიციონერები რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ გუშინ, იყვნენ აყოლილი ამ მითქმა- მოთქმას და მინდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია» – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი