ალექსანდრე მოწერელია ეუთოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის  ხელმძღვანელი – ალექსანდრე მოწერელია, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გერტ ჰინრიხ არენს და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ალექსანდრე მოწერელიამ სადამკვირებლო მისიის წარმოამდგენლებს, რეგიონში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შტაბის ხელმძღვანელის  განცხადებით, არჩევნების მეორე ტური რეგიონში მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩაივლის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი