ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება – მიხეილ სააკაშვილი

„საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. იგი უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ორდენი თავის დროზე მისი ინიციატივით დაწესდა.

„ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული.

ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში

და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი.

საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!

დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა.

ესე იგი, მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება?

სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების “ორდენი”!

ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის – ღარიბაშვილს თუ კობახიძეს“, – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი