25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება”.

