საქარათველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოსლოს თავისუფლების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
„დღეს ალბათ ყველაზე რთულ პერიოდს გავდივართ. გუშინ საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო. მეზობელ ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებში ლიდერი იყო. ის რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მოდელი იყო. 2008 წელს რუსეთის აგრესიის მიუხედავად, მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ სუვერენიტეტის შენარჩუნება შეძლო. მაგრამ ძალიან სწრაფად, ის, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცებაა. ეს მოსახლეობის გაუცხოება და დამორჩილებაა. ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ. სამწუხაროდ, დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში ვხედავთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, „საქართველო იმ მონეტის მეორე მხარეს წარმოადგენს, რომლის ერთ მხარესაც უკრაინა იარაღით იბრძვის“.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჰიბრიდული ომის მეთოდებით სახელმწიფოს ჩუმად ხელში ჩაგდებას. მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების, არჩევნების, სოციალური ქსელების და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ეს ყველაფერი კი გეოგრაფიული საზღვრებით არ შემოიფარგლება“, – აღნიშნა მან.

