3 ივნისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  3 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

აბაშაში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მაიდანს, სამიქაოს, გეზათს, ონტოფოსა და მიმდებარე სოფლებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აბასთუმანს, ხეცერას, ყულიშკარს, ჯუმს, ნაწულუკუს, ჩხორიასა და მიმდებარე სოფლებს. ასევე გრიბოედოვის, ჯავახიშვილის, ლომონოსოვის, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: თეკლათს, გოლასკურს, ნოქალაქევს, გეჯეთსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს: მშვიდობის, ფიროსმანის, დ.მეგრელის, გამსახურდიასა და მიმდებარე ქუჩებს.

ჩხოროწყუში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლეწურწუმეს, კირცხს, ჭოღას, ნაფიჩხოვოს, ახუთს, მუხურსა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხეთას, თორსას, პირველ ხორგას, ჭალადიდს, შავღელესა და მიმდებარე სოფლებს. ქუჩებს: კოსტავას, დადიანის, 9 აპრილის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს. 

ფოთში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ლარნაკას, ჭავჭავაძის, იმერეთის, კოსტავას, ჯავახიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში სოფლებს: ობუჯს, ზღვაიას, ნაკიფუს, ჯგალსა და მიმდებარე სოფლებს.ასვე ქუჩებს: ზუგდიდის, კალანდიას, გაგარინის, მშვიდობისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი