ანაკლიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ანაკლიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორცილებს.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტია, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ დაათვალიერეს და ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

ლევან შონიას და გიორგი კობერიძის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიაში წლების განმავლობაში არსებული წყალარინების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება, ასევე შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. მათივე თქმით,  ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში მცხოვრებ 1100 ოჯახს და იქ ჩასულ 10 000 -ზე მეტ ტურისტებს მოემსახურება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი