ანაკლიაში ველორბოლა 3 ივლისს გაიმართება

ანაკლიაში დაგეგმილი ველორბოლა, ამინდის სავარაუდო ცვლილებასთან დაკავშირებით ნაცვლად 30 ივნისისა, 3 ივლისს გაიმართება.
შემოუერთდი ველორბოლას! 


ველორბოლა სტარტს აიღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);
დრო- 15:00 სთ


ველორბოლაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია 2 ივლისის ჩათვლით ან მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოცხადდეთ რბოლის სტარტის ადგილზე, რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთით ადრე. ხოლო ონლაინ დარეგისტრირებული მონაწილეები 3 ივლისს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (შ.რუსთაველის ქ N90) საკუთარი ველოსიპედით (ვლოსიპედების ტრანსოირტირებას ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულამდე უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია)


ველორბოლის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ჯილდოვდებიან:
I ადგილი 1000 ლარითII ადგილი 800 ლარითIII ადგილი 600 ლარით
ველორბოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება. 


სარეგისტრაციო ფორმას თან ერთვის ველორბოლის დებულება:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdsayEQPrITuXFQFg_qEKZhkp2Xn6DD4JshdowaD7TAkcQ0Kg/viewform

კომენტარები

დატოვე კომენტარი