ანაკლიის ახალი ფესტივალის ბილეთების ფასი 120 ლარიდან იწყება

ანაკლიის ახალი მუსიკალური ფესტივალის ბილეთები უკვე იყიდება. 4 დღიანი MULTI-PASS-ის საწყისი ფასი 120 ლარია. „ANAKLIA ECHOWAVES“-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ფესტივალის ბილეთების ფასი გაიზრდება, თუმცა მათთვის, ვინც დარეგისტრირებულია Super Early Bird-ზე, ფასი ფესტივალის დაწყებამდე იგივე რჩება.

ბილეთები საიტებზე: eventer.ge, tkt.ge და biletebi.ge იყიდება.

ანაკლიის საფესტივალო ტერიტორიაზე გაიხსნება ხუთი სცენა, სადაც მსოფლიო დონის 80 შემსრულებელი წარსდგება მსმენელის წინაშე. ფესტივალის დადასტურებულ სტუმრებს შორის არიან JUAN ATHKINS FEAT DZIJAN EMIN AND TBILISI CONSERVATOIRE ORCHESTRA, TRICKY, ARIL BRIKHA, SOLOMUN, ANDREY PUSHKAREV, KOLLEKTIV TURMSTRASSE.

ფესტივალი “Check in Georgia 2018”-ის ფარგლებში 23-26 აგვისტოს გაიმართება. ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი